LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თებერვალს მსოფლიო თასი თბილისში იქნება

92

მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს, მსოფლიო თასს საქართველოში 8 თებერვალს ჩამოიტანენ.

ლონდონში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი პრიზი საზოგადოებას ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ჯეფ ჰერსტმა და ანდრეა პირლომ წარუდგინეს.

მსოფლიო თასი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა კონტინენტის 51 ქვეყნის 91 ქალაქში იმოგზაურებს. მათ შორის, 8 თებერვალს, მსოფლიო თასი ერთი დღით თბილისშიც გამოიფინება.

თასის მოგზაურობა კი ბუნებრივია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში დასრულდება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები