LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თვიანი სასამართლო დავის შემდეგ ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი განქორწინდნენ

58

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ოფიციალურად განქორწინდნენ. „ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესის სასამართლომ მიიღო.

მოსამართლემ უარი უთხრა ჯონი დეპს, დაეკისრებინა ემბერ ჰერდისთვის ჯარიმა იმის გამო, რომ გაყრის პროცედურა გააჭიანურა.

დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, დეპი ჯერდს 7 მლნ დოლარს გადაუხდის. აქედან 200 ათასი უკვე გადარიცხულია, დანარჩენი თანხა ჰერდის ანგარიშზე თებერვალში, მაისსა და აგვისტოში გადაირიცხება.

ემბერმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმრისგან მიღებულ ფულს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს. ამასთან, მან დაიტოვა 2 ძაღლი და ცხენი, 2015 წელს გამოშვებული ავტომობილი Range Rover და 1968 წელს გამოშვებული Ford Mustang.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები