LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8000 მოსავალმა” ახალი მაღაზია გახსნა

338

„8000 მოსავლმა” ღვინის ახალი მაღაზია/ბარი გახსნა. ობიექტი აბაშიძის  ქუჩის  60 ნომერში განთავსდა. როგორც „ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქ მისულ სტუმარს  შეუძლია, როგორც ღვინის შეძენა, ასევე ღვინის ადგილზე დაგემოვნება სხვადასხვა  აპეტაიზერებთან  ერთად.

„ბარში ღვინის მირთმევა შეგეძლებათ მაღაზიის თაროს ფასით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. „8000  მოსავალში” ყველა ღვინო მხოლოდ ფარული  დეგუსტაციის გავლის შემდეგ ხვდება.ახლა თაროზე წარმოდგენილია 723 რჩეული  ღვინო, როგორც საოჯახო და მცირე მარნებიდან, ასევე ინდუსტრიული მეღვინეობებიდან.  შეხვდებით ბევრ ქართულ, იშვიათი ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „8000  მოსავალი” პირველად  თბილისში 2 წლის წინ გამოჩნდა ქალაქის ურბანულ ნაწილში, სულხან ცინცაძის 26 ნომერში. კომპანიის მისიაა, რაც  შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯოს და შეაყვაროს კარგი ქართული ღვინო და ეს  პირველ რიგში, ქართველ მოსახლეობაში ღვინის სმის კულტურის განვითარებით  უნდა  მოხდეს.

„სწორედ ეს იყო მიზეზი მეორე მაღაზიის ისევ ქალაქის ურბანულ ნაწილში გახსნისა. საქმიანობის ორი წლის განმავლობაში, კომპანია 17-დან 36 თანამშრომლამდე გაიზარდა და ასზე მეტი ღვინის კლასი ჩაატარა. ფარულ დეგუსტაციაზე დაგემოვნდა 2500 -მდე ღვინო, საიდანაც 723  შეარჩია. „8000 მოსავალი” დღეს 173 მეღვინეობის ღვინოს ყიდის. კომპანია გეგმავს ქსელი კიდევ უფრო გააფართოვოს და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაამატოს მაღაზია/ბარები”, – აღნიშნეს კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები