LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის სოფი ლორენის ახალ ფოტოებს დიდი რეზონანსი მოჰყვა

315

სოფი ლორენი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არასოდე მალავენ ასაკს. 20 სექტემბერს იტალიური კინოს ლეგენდა 83 წლის გახდა. ამის მიუხედავად, მსახიობი აქტიურად განაგრძობს კინოში გადაღებებს, სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას და საზოგადოებრვი აქტივობას. 2014 წელს ლორენი საიუვილერო ბრენდ Damiani-ის სახე გახდა, ხოლო 2015 წელს Dolce & Gabbana-ს ტუჩსაცხის რეკლამაში გამოჩნდა. მსახიობი ხშირად სტუმრობს კინოფესტივალებსა და კინოპრემირებს და თავის გარეგნობით კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად ქსელში 83 წლის ლორენის ახალი ფოტოები გამოჩნდა, სადაც ის შეუდარებელია.

სოფი ლორენი ხშირად ამბობს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო მისი ცხოვრების წესშია. ცნობილია, რომ ის დილის 5 საათზე დგება, ვარჯიშობს და სუფთა ჰაერზე სეირნობს. დღიურად 8 ჭიქა წყალს სვამს, იყენებს მხოლოდ ზეითუნის ზეთს, როგორც საკვებად, ასევე ნიღბებისთვის. თავად ამბობს, რომ ბავშვობაში არასოდეს გამოირჩეოდა სილამაზით და წარმატების მისაღწევად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები