LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 წლის ქუინსი ჯონსის თქმით, მას რომანი ივანკა ტრამპთან ჰქონდა

83

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ქუინსი ჯონსმა განაცხადა, რომ წლების წინ ამერიკის პრეიზდენტის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს ხვდებოდა. 84 წლის ვარსკვლავის თქმით, გოგონა საკმაოდ „ცხელი“ იყო.

მისი თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით 12 წლის ხდებოდა. ერთ დღეს, მისმა ახლო მეგობარმა, ტომი ჰილფიგერმა განაცხადა, რომ მისის ტრამპს მასთან ვახშმობა სურდა და მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. უცნობია, იყო თუ არა ეს შეხვედრა რომანტიკული.

„მას აქვს ყველაზე ლამაზი ფეხები, რაც კი ოდესმე მინახავს, თუმცა მამამისი დიდი არაფერია. დონალდი ნარცისიზმითა და განდიდების მანიით არის შეპყრობილი. ვერ ვიტან მას“, – განაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ქუინსი ჯონსი სამჯერ იყო დაქორწინებული. სხვადასხვა ქალებისგან მას 7 შვილი ჰყავს. ერთ-ერთი მისი ცნობილი საყვარელი მსახიობი ნასტასია კინსკი იყო, რომელმაც მას ქალიშვილი ქორწინების გარეშე გაუჩინა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჯონსს რომანი ნაომი კემპბელთანაც ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები