LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ½ კვირიდან არაფერი დარჩა: მიკი რურკი პლასტიკამ საბოლოოდ „იმსხვერპლა” (ფოტო)

443

მიკი რურკის შეცვლილი გარეგნობის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა. მსახიობის ბოლოდრინდელმა გამოჩენამ მედია და გულშემატკივრები ერთნაირად აღაშფოთა. ყოველი ახალი გამოჩენისას  მიკი რურკის სახეზე პლასტიკური ქირურგიის ახალი კვალი ჩანს, რამაც მისი გარეგნობა რადიკალურად შეცვალა. ამჯერად 65 წლის ოსკარის ნომინანტი მსახიობი კალიფორნიაში გადაიღეს, სადც ის სავარჯიშო დარბაზიდან გამოდიოდა. 9 ½ კვირის ვარსკვლავი მომღიმარი სახით შეხვდა ცნობისმოყვარე პაპარაცებს.

მიკი რურკი ტანზე მომდგარ სპორტულ ზედაში, ხავერდის შარვალსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი. მსახიობს მხარზე დიდი თეთრი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და  მუსიკას უსმენდა. წყლით ხელში მან სავარჯიშო დარბაზიდან მანქანისკენ გადაინაცვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები