LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ არის

66

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, თუ საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ცესკომ გუშინ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ამ შემთხვევაში, როგორც ვალერი კვარაცხელიას, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასეთი პარტია სულ 9 არის დაფიქსირებული. საჯარო რეესტრმა მხოლოდ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მათ რეგისტრაციაში არ გაატარეს „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირი. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლებს და უფლებამოსილ პირებს, ამასთან დაკავშირებით, თუკი საჯარო რეესტრის მიერ მოხდა დადასტურება, რომ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელობაზე არის უარი, ამ შემთხვევაში, ცესკო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები