LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 პერსონაჟი საყვარელი სერიალებიდან, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა განესახიერებინათ

637

სერიალები, რომელთა პესონაჟებიც მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. გაირკვა, რომ ზოგიერთი საკვანძო პერსონაჟი დიდ ეკრანზე სხვა მსახიობს უნდა განესახიერებინა. პრობლემა კი ამ მსახიობების გადატვირთულმა გრაფიკის და სხვადასხვა მიზეზების გამო შექიმნა. აი რამდენიმე მაგალითი.

 

სამეფო კარის თამაშებში“ სერსეის როლი ლინა ჰიდის მას მერე ერგო, რაც ჯილიან ანდერსონმა უარი თქვა სერიალში მონაწილეობაზე. არადა „საიდუმლო მასალების“ ვარსკვლავს ჰქონდა შანსი თავისი მეორე საკულტო როლი ეთამაშა.

ჯონ სნოუს როლზე თავდაპირველად „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავის, სემ კლაფილნის კანდიდატურა განიხილებოდა. მსახიობმა რამდენიმე მოსმენაც გაიარა, თუმცა „სამეფო კარის თამშების“ შემქმნელებმა მსახიობი დაიწუნეს. საბოლოოდ როლი კიტ ჰარინგტონს ერგო.

ედუარდ სტარკის როლზე კი ოსკარის ნომინანტი მსახიობი ვიგო მორტენსენი განიხილებოდა. სერიალის შემქმნელებმა უარი თქვეს მორტენსენზე იმის გამო, რომ ის ზედმეტად გავდა თავის გმირს „ბეჭდების მბრძანებლიდან“. საბოლოოდ სტარკის როლი შონ ბინმა განასახიერა.

კიდევ ერთი პერსონაჟი, დავოს სივორტი „სამეფო კარის თამაშებში“ ტიმ როტს უნდა განესახიერებინა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ლიან კანინგემზე შეჩერდა.

საინტერესოა, რომ იარა გრეიჯოის როლი  სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ მომღერალ ლილი ალენს უდნა განესახიერებინა. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს მუსიკოსის ძმა ალფი ალენი ასრულებს, თუმცა სცენარის წაკითხვის შემდეგ მომღერალმა როლზე ური თქვა. ამის მიზეზი კი ზედმეტად ბევრი ინცესტია.

ცნობილია, რომ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ ოცნების მამაკაცის როლზე ალეკ ბოლდუინის კანდიდატურა განიხილებოდა. სატელევიზიო შოუს რეჟისორმა კი, კრის ნოტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ სერიალში კერი ბრედშოუს როლი კრისტინ დევისს უნდა შეესრულებინა. ამ უანასკნელს საბოლოოდ შარლოტას როლი ერგო, ბრედშოუს საკულტო პერონაჟი კი შეუცვლელმა სარა ჯესიკა პარკერმა შეასრულა.

ცნობილ სერიალში „მძიმე დანაშაული“ მთავარი როლი მეთიუ ბროდერიკს უნდა შეესრულებინა. საბოლოდ არჩევანი ბრაიან კრენსტონზე შეაჩერეს და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

სერიალში „დაკარგული“ ექიმ ჯეკ შეპარდის როლი მაიკლ კიტონს უნდა შეესრულებინა. ამ უკანასკნელის მოთხოვნა იყო მისი პერსონაჟი მალე მომკვდარიყო, რადგამ მას ხანგრძლივი დროით სერიალში მონაწილეობისთვის არ ეცალა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეთიუ ფოქსის სასარგებლოდ გადაწყდა.