LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 სიმპტომი, რომელიც ჰორმონალურ დისბალანსზე მიგვანიშნებს

6396

ქალბატონების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ჰორმონალური პრობლემები 40-50 წლის ასაკში იწყება. თუმცა რეალურად, დისბალანსის პირველი ნიშნები უკვე 35 წლის ასაკში ჩნდება, რისი მიზეზიც ხშირად ცხოვრების არასწორი წესი და არაჯანსაღი კვება, დაბინძურებული ჰაერი და ტოქსიკური გარემოა.

წონის მომატება ყოველთვის არ ნიშნავს არასწორ კვებას. ჭარბი წონა თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რადგან ე.წ. „სტრესის ჰორმონის“ – კორტიზოლის დონის დარღვევა არა მხოლოდ წონის მომატების, არამედ ცხომების დაგროვებასაც იწვევს.

ლიბიდოს დაქვეითება – ჰორმონალური დისბალანსის კიდევ ერთი სიმპტომია. ანდროგენის ჰორმონს ერთნაირად გამოიმუშავებს მამაკაცის და ქალის ორგანიზმი, მისი სიმცირე კი, ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.

ჰორმონალური დარღვევის მანიშნებელია მუდმივი მოთენთილობაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჯანსაღი ძილი აქვს, თუმცა დილას, მაინც დაღლილი იღვიძებს. მოთენთილობის მთავარი მიზეზი იმავე კორტიზოლის დონის ცვლილებაა, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა.

უგუნებობა და გაღიზიანება, მუდმივად განგაშის გრძნობა და დეპრესია, ასევე დისბალანსის მანიშნებელია და ნაწილობრივ ჰიპოთირეოზის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევით და თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატებითაა გამოწვეული.

ჩვეულებრივ, უძილობაც სწორედ სერიოზული ჰორმონალური დარღვევის დროს ჩნდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ჰორმონალური პრობლემების კიდევ ერთი არასასიამოვნო სიმპტომია ოფლის ჭარბად გამოყოფა. უეცარ წამოხურებას და ღამის ოფლიანობას ენდოკრინოლოგიური სისტემის ნორმალური მუშაობის დარღვევა იწვევს, რომლის დროსაც მცირდება ან პირიქით იზრდება სეროტონინის გამოყოფა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამი ჰორმონის – გასტრინის, სეკრეტინის და ჰოლეცისტოკინინის დისბალანსითაა გამოწვეული, რომლებიც ხელს უწყობენ მომნელებელი სისტემის მუშაობას, მათი გამოყოფის დარღვევა კი, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ჰორმონალური დისბალანზე მიანიშნებს ტკბილეულის ზედმეტი სიყვარულიც, რაც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევითაა გამოწვეული.

ჰორმონალური დისბალანსის კიდევ ერთი სიმპტომია თმის ცვენა, რომელიც ორგანიზმში ტესტოსტერონის და დიგიდროტესტოსტერონის დონის დარღვევითაა გამოწვეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები