LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის მოზარდს თანატოლმა იარაღით თამაშისას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

40

უბედური შემთხვევის შედეგად გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფელში გამგებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  ბავშვი კლასელებთან სათამაშოდ იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ მოზარდს თოფი ჰქონდა, რომელიც შემთხვევით გაუვარდა.

„ბიჭი მისივე თანატოლმა და კლასელმა პნევმატური თოფიდან გასროლით დაჭრა. მოზარდს დაზიანება მუცლის არეში, არტერიასთან აქვს მიყენებული, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ახალი, ჩინური წარმოების პნევმატური იარაღია, რომელსაც მეტი სიძლიერე აქვს. რუსული წარმოების რომ ყოფილიყო ალბათ სიკვდილს არ გამოიწვევდა“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ელგუჯა იმერლიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები