LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

900 მეტრიანი ველობილიკი და მეტი პარკირების ადგილი – პეკინის მოწყობა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

154

სააკაძის მოედანს 60 პარკირების ადგილი ემატება ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადგილების დამატება 45 გრადუსიანი დგომით გახდება შესაძლებელი.

მანვე აღნიშნა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობა. ველობილიკისთვის დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლის გამოყოფა იგეგმება. ამ ზოლში ველოსიპედების მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული საკითხები სამუშაო ჯგუფმა სხდომაზე განიხილა.

„პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები