LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

98 წლის იუბილარი, რომელიც ხალხს სურათებიდან შეუყვარდა

106

ეს შენონ ვეიქლია. 29 წლის გოგონა მერილენდიდან მის 98 წლის იუბილარ ბებიასთან ერთად, რომელსაც გოგონა “გრემს” ეძახის.

ოჯახმა მოხუცს დაბადების დღეზე, ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად სურპრიზი მოუწყო.

მათი გადაღებული ფოტოები კი ინტერნეტ ჰიტი გახდა.

ბებიამ და შვილიშვილმა ერთნაირი ტატუები გაიკეთეს. ასევე, მოაწყეს საოცარი ფოტოსესია.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იდეა იყო ჩემი გრემის დაბადების დღის აღსანიშნავად”, – განაცხადა შენონმა.

ფოტოსესია შენონის მეგობარმა, ფოტოგრაფმა კარა ლაინმა მოაწყო. გადაღებული ფოტოების ნაწილი მან სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით:

“ის ძალიან მხიარული და სპორტულია, როდესაც მეგობარმა მთხოვა, შემეძლო თუ არა მისთვის ფოტოსესიის მოწყობა, მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

სწორედ ასეთი მინდა ვიყო, როდესაც გავიზრდები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მის მსგავსად, ახალგაზრდა გულები გვქონდეს”.

ფოტომ მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც 98 წლის ქალი ინტერნეტჰიტი გახდა მან განაცხადა, რომ “შოკშია”.

“არც ვიცი რატომ აღელვებს ვიღაცას მოხუცი ქალის დაბადების დღე, რომელიც მის შვილიშვილთან ერთად, მხიარულად გაატარა. 

ამ ორ პატარა ბავშვს უნდოდათ ასეთი სისულელე გამეკეთებინა და რა უნდა მექნა.

ცოტა შოკში ვარ. ეს ხომ უბრალოდ დაბადების დღეა და წინ კიდევ რამდენიმე ასეთი მაქვს დარჩენილი.”, – იხუმრა მან.

ოჯახმა დაგეგმა, რომ გრემის 100 წლის იუბილეზე ისინი “სქაიდაივნიგით” გაერთობიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები