LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ააშენეთ დამცავი კედელი: რუსეთის მუნდიალზე გუნდები უსაფრთხოებას ითხოვენ

49

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდები საწვრთნელი ბაზების 6-მეტრიანი კედლით შემოღობვას ითხოვენ.

რამდენიმე ნაკრებმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოთხოვნით საორგანიზაციო კომიტეტს მიმართა.

ინიციატივა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წამოიწყო. ინგლისელებს სურთ, რომ ზელენოგორსკის საწვრთნელ ბაზაზე (ფოტოზე) 6-მეტრიანი კედელი აშენდეს, რომელიც მთლიანად შემოღობავს ბაზას. ინგლისის გარდა აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს კოსტა რიკისა და სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციებმა.

რუსები საკითხის განხილვას დაპირდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები