LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბა, ცოტაც და ავედით ანძამდე – შეწყვიტეთ უკანონობა!”

81

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე სტატუსს აქვეყნებს.

მესხიშვილი მთაწმინდის მთის ძირში, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.

მისი თქმით, ეს კორპუსი, რომელიც უკვე ჩანს ცენტრალური გამზირებიდან, საერთო კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდნილია.

“აბა, ცოტაც და ავედით ანძამდე

ეს მშვენიერი ადგილი ჯაფარიძის ქუჩაა (ზემო ვერა), მთაწმინდის მთის ძირში. სიმწვანე, სიწყნარე, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი (ჯერ კიდევ). აქ დღემდე, ლამაზი პატარა კოტეჯი-სახლები იყო შეფენილი მთაზე, თუმცა დაიწყო…. გაცემულია ნებართვა მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე, რითაც პირდაპირ უკანონოობა დაკანონებული. კორპუსი უკვე ჩანს ცენტრალური გამზირებიდან და ამოვარდნილია მთლიანად საერთო კონტექსტიდან. არადა, მახსოვს დედაქალაქის მერმა განაცხადა მშებელობაზე ქალაქის ცენტრში მორატორიუმი გამოვაცხადეთო. ამ ქალაქს არქიტექტორი არ ჰყავს? აქ, ნებართვის გამცემი არის დამნაშავე. კატეგორიულად არ შეიძლებოდა ასეთი ნებართვის გაცემა. შეწყვიტეთ უკანონობა!”, – წერს მესხიშვილი და კორპუსის სურათებსაც აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები