LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა მოედანზე მნახე ვინა ვარ – ფეხბურთელები ”ფიფას” არ ეთანხმებიან (ვიდეო)

51

საფეხბურთო სიმულატორებთან დაკავშირებით ყოველ წელს ერთნაირი სიტუაციაა.
ფიფა ფეხბურთელებს რეიტინგს ანიჭებს,ისინი კი უკმაყოფილო რჩებიან,რადგან მიაცნიატ,რომ მათი შესაძლებლობები სათანადოდ შეფასებული არ არის.

FIFA 19-ის რეიტინგი ინტერნეტში ვადაზე ადრე გავრცელდა და შეფასებებმა ფეხბურთელების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია,ნაწილი კი მას იუმორით შეხვდა.
ახალმა რეიტინგებმა განსაკუთრებით ”არსენალი” ”დააზარალა”,რომლის ფეხბურთელებსაც საკმაოდ დაბალი რეიტინგები აქვთ.

ახალ რეიტინგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლი გავრცელდა,რომელშიც ფეხბურთელები FIFA19-ის რეიტინგს თავისი შეხედულებისამებრ ასწორებენ.

ვიდეორგოლში კრისტიანო რონალდო,ნეიმარი,კევინ დე ბრიუინი,ალექსანდრ ლაკაზეტი,უგო ლორისი,კაზემირო,დიეგო კოსტა,არიენ რობენი,მარკო როისი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები