LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშიძეზე პოინტერს გოგონა ასეირნებდა და ძაღლს დენმა დაარტყა (ფოტო)

144

კინოლოგი გია ბარამიძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც გარდაცვლილი პოინტერია გამოსახული. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, აბაშიძეზე, საქართველოს ბანკის წინ არის ადგილი, სადაც დენი შიშვლად არის დატოვებული და სწორედ ამ ადგილას სეირნობისას დაარტყა ძაღლს დენმა. სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ადგილას ძაღლი კვდება. ბევრმა იცის და ამ ადგილზე გავლას ერიდებიან, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში.

„უნდა უჩივლონ, ესეც ასე უნდა დარჩეს?“

„არადა, მითხრეს, გავაკეთეთო…“

„მავთული არა, რკინა აქვთ ჩამარხული. თან, თუ არ დააკვირდი ვერც დაინახავ“.

„უკრაინელი გოგო ასეირნებს, ჟუჟაა ეს  🙁 გაგიჟდებოდა ის ბავშვი“

„ვაიმე საწყალი ბავშვი (((((((“ – ეხმაურებიან სოცქსელში ამ ამბავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები