LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშიძის ქუჩაზე 1 პირი დაჭრეს

53

თბილისში, აბაშიძის ქუჩაძე, ერთი პირი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები