LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ჩარჩენილ გერმანელ ტურისტთან სატელეფონო კავშირის დამყარება არ ხერხდება

91

უამინდობით გამოწვეული პრობლემის გამო, აბასთუმანში გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტის გამოსაყვანად მათი სამსახურის წარმომადგენლები დილიდან გავიდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე მასთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით, აბასთუმანში უცხოელი ტურისტი ქართველ ტურისტთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, გზად შეუძლოდ გახდა და ქართველი ტურისტი შესაბამის უწყებასთან დახმარებისთვის დასაკავშირებლად უკან დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები