LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა (ფოტო)

178

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აბასთუმანში ჩავიდა.

ხანძარი აბასთუმანში, სოფელ სვირთან დღეს გაჩნდა. მის ლოკალიზებაში შსს-ს ვერტმფრენია ჩართული, ასევე ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური თეა პერტაია ადგილიდან მინისტრის ფოტოსაც აქვეყნებს.

“შსს მინისტრი აბასთუმანშია…
ხანძარის ლოკალიზაციის მიზნით ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური…”, – წერს თეა პერტაია სოც. ქსელში.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ხელმძღვანელობდნენ.

ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.