LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბასთუმანში უფრო რთულადაა სიტუაცია” – თბილისში დახმარების შტაბი შეიქმნა

109

გიორგი აბრამაშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისში შტაბი შეიქმნა.

ის მოქალაქეებს მოუწოდეს, პირველადი დახმარების მედიკამენტები, მშრალი სახის პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები სასტუმრო “საქართველოში” მიიტანონ.

აბრამაშვილი აღნიშნავს, რომ აბასთუმნანში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ხანძრის კერა უღრან ტყეშია.

“ძვირფასო საზოგადოება!
ისევ დიდი ტრაგედია ტრიალებს საქართველოში, ისევ იწვის ჩვენი მიწა – აბასთუმნის ტყეს დიდი ხანძარი აქვს გაჩენილი! აქ უფრო რთულადაა სიტუაცია, რადგან ხანძრის კერა უღრან ტყეშია… სირთულეს ქმნის მიუვალობა, უღრანი ტყეა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ დაახლოებით 10–15 წელიწადია ხე არ მოჭრილა… მაშველები, პოლიცია და ყველა სამთავრობო სტრუქტურა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე ჩართულები არიან ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეთა რაზმები, თავდადებული მესხები! მათ ამ ჟამად ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს პირველადი საჭიროების მედიკამენტებში (იოდი, ბინტი, ბამბა და სხვა), ასევე მშრალი სახის პროდუქტებში (კონსერვები – ხორცის, თევზის, მაკარონი, შაქარი, ჩაი, ყავა და სხვა), პირველადი მოხმარების საგნებში (საპონი, მშრალი და სველი ხელსახოცები და სხვა), საჭირო იქნება ერთჯერადი სამუშაო ხელთათმანები და სხვა სამუშაო ატრიბუტიკა! შექმნილია დახმარების შტაბი სასტუმრო “საქართველოს” (მელიქიშვილის გამზირი) 4-5 სართულზე, რომელსაც ქალბატონი თინათინ ჯაყელი უძღვება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას ნომერზე 555 969 555. 

ერთად ვებრძოლოთ სტიქიას და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში!”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბრამაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები