LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ხანძრის ჩასაქრობად დახმარებისთვის რუსეთისთვის არ მიგვიმართავს – გიორგი მღებრიშვილი

89

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.

კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოს ავიაციით ეხმარება უკრაინა, რომელმაც საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა და რომელიც ქვეყანაში რამდენიმე საათში იქნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მღებრიშვილის თქმით, კონკრეტულ პასუხს მედიას დღის მეორე ნახევარში შეატყობინებს.

სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები