LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ტყეში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს

41

აბასთუმნის ტყეში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განაცხადებით, აღნიშნული ტექნიკა გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერამდე მისვლა გაუადვილდეთ.მინისტრის ინფორმაციით
ამ დროისთვის, ხანძრის ადგილზე საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით არიან აღჭურვილი.

მინისტრის თქმით, ადგილზე ასევე მუშაობს 100-მდე მეხანძრე.

მღებრიშვილის ცნობით, 500-ვე ადამიანი სტიქიის ზონაში მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები