LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბდალაძე ამბობდა, რომ ამას ვერ გაუძლებდა,” – ბესელიამ “ფოტოგრაფების საქმეზე” ჩვენება მისცა

68

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ადვოკატს, ეკა ბესელიას ეუბნებოდა, რომ „ამას ვერ გაუძლებდა“, ამის შესახებ ბესელიამ „ფოტოგრაფების საქმეზე“ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

“აშაკარად ეტყობოდა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ჩვენი შეხვედრების კონფიდენციალობა დარღვეული იყო. ამის მიუხედავად არ აღირებდა დანაშაულს და აპირებდა ბოლომდე ბრძოლას. იყო მუქარები ოჯახთან დაკავშირებით. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა და მითხრა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა ციხის ადმინისტრაცია მისი თანამესაკნის წამებით დაემუქრა. ამან საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შიმშილობა შეწყვიტა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, აბდალაძე იძულებული გახდა, ჩვენება ზეწოლის შედეგად მიეცა.

“დაგვიბარეს ციხეში და როცა მივედით შეგვიყვანეს დირექტორის კაბინეტში. იქ უკვე გამზადებული იყო კამერა. მივხდი რაც იყო. საჩვენებელ დაკითხვას ამზადებდნენ. მოვითხოვე მარტო დავეტოვებინე გიორგისთან. თავიდან არ მტოვებდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, რომ არ მოვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში მაშინ გავიდნენ. ვკითხე რას აპირებდა, მითხრა არ ვაპირებ ჩვენების მიცემასო. რომ ჩავეძიე ჟურნალის ყუაზე მიმიწერა, რომ ჯიბეში “ჟუჩოკი” მაქვსო. დაიწყო ჩვენების მიცემა. გამომძიებელმა სამჯერ ჰკითხა აღაირებდა თუ არა დანაშაულს? და მხოლოდ მესამე კითხვის შემდეგ თქვა, რომ აღიარებდა. დავწერე ოქმში ეს არ იყო ჩვენება, რომელსაც ადამიანი თავისუფლად აძლევს, ეს იყო ჩვენება, რომლითაც ადამიანი გააზრებულად იბრალებს დანაშაულს, რათა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს”, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან მოგვიანებით გაარკვია, აღიარებითი ჩვენების მიცემამდე ფოტოგრაფს მთელი ღამე „ამუშავებდნენ“ კონტრდაზვერვის, პროკურატურის თანამშრომლები.

„როლები ჰქონდათ განაწილებული, როგორც ვიცი, ჩემი როლიც ჰქონდა ერთ-ერთს, როგორ მოვიქცეოდი ჩვენების მიცემისას და რა რეაგირება უნდა ჰქონოდა აბდალაძეს ამაზე”, – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები