LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებს უფასოდ მოამზადებენ: რა შეთავაზება აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს?

73

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას განათლების სახლის ბაზაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებზე.
როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი გათვალისწინებულია მოტივირებული აბიტურიენტებისათვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

”თუ გსურთ გახდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და განათლების სახლის ერთობლივი პროექტის მონაწილე, მოემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და გახდეთ სტუდენტი, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბ მ უ ლ ზ ე. და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 4 საგანი”, – აცხადებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, ყველა პუნქტის შევსება სავალდებულოა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შერჩეული 13 აბიტურიენტი სამი თვის განმავლობაში გაივლის მოსამზადებელ კურსს სრულიად უსასყიდლოდ. მეცადინეობები ჩატარდება სამი თვის განმავლობაში 20 მარტიდან 20 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები