LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

42

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ფორუმში 50-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. შეკრებილებს სულ მალე სიტყვით მიმართავს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი.

ქვეყნებს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებასაც. მთავარი განსახილველი თემები ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხებია. განსაკუთრებული ყურადღება კი, ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას დაეთმობა.

„ფორუმის შინაარსი და სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს, ძირითადად, ინფრასტრუქტურაში, ასევე, კერძო სექტორი ახორციელებს პორტებში თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, უნდა შემდგომში მოხდეს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც თავის თავში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება,განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები