LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბურჯანია სხვა გუნდში გადავა: ისევ ჟიმნასტიკი ან დედაქალაქისკენ

45

საქართველოს ნაკრებისა და “სევილია ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი, ახალ გუნდში ითამაშებს.

გიორგის სათამაშო დრო ფაქტობრივად არ აქვს.

ჩვენიანი სავარაუდოდ “ჟიმნასტიკში” დაბრუნდება, ან მადრიდის “რაიო ვალეკანოში” გადავა. „რაიო“ 21 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო “ჟიმნასტიკი” 15 ქულით მე-16 ადგილზეა. თუმცა გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც სამ ქულაშია..

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აბურჯანია 1.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სევილია ბ”-ში გადავიდა და 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აჯამად “სევილიას” მეორე გუნდი სეგუნდა დივიზიონში 7 ქულით (13 მატჩი, 0 მოგება) ბოლო ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები