LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Academy-ში მენიუს მსოფლიოში აღიარებული კულინარი განაახლებს

143

სრულად განახლებული მენიუ Academy-ში – რესტორანს მსოფლიოში აღიარებული რუსი კულინარის გუნდი ეწვია. როგორც ”ფორტუნას” რესტორნის დირექტორმა ნინო ბეკოშვილმა განუცხადა, ერთი დღეა, რაც ალექს ზიმინის გუნდი საქართველში ჩამოვიდა.

”სპეციალურად ჩვენი რესტორნის მოწვევით, ზიმინის გუნდი საქართველოში 2-3 თვე დარჩება და ჩვენს მზარეულებს გადაამზადებს. შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი შეძლებს, ექსკლუზიურად Academy-ში დააგემოვნოს განსხვავებული და უგემრიელესი კერძები”, – აღნიშნა ნინო ბეკოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ალექს ზიმინის გუნდთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ისინი საქართველოში პერიოდულად ჩამოვლენ და Academy-ში ტრენინგებს ჩაატარებენ.

ცნობისთვის, რესტორანი Academy 3 წელია გაიხნა. ობიექტი რუსთველის 27 ნომერში მდებარეობს და დილის 11:30-დან 02:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები