LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა ბელარუსების თვალით: ხრუშჩოვის პროექტებიდან თანამედროვე ტურისტულ ცენტრამდე

299

ბინების საწყისი ფასი 350$ კვადრატულ მეტრზე და 3$ ხაჭაპურისთვის. ბათუმი ჯერჯერობით, მსოფლიო დონის კურორტი ვერ გახდა, თუმცა ფასები ზუსტად ასეთი აქვს – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ბელარუსული საიტი onliner.by

რეპორტაჟი ბათუმიდან კურორტის მინუსებითა და პლიუსებით, ასევე საინტერესო ფოტოებითაა წარმოდგენილი.

“ფორტუნა” გთავაზობთ ბელარუსების მიერ დანახულ ქათქათა ბათუმს:

კურორტში რომელშიც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი დარჩა.
10 წლის განმავლობაში, ხრუშჩოვის პროექტებისა და კერძო სახლების ქალაქი თანამედროვე დასასვენებელ ცენტრად გადაიქცა, საოცარი არქიტექტურული შედევრებით.

ყველა ადაპტირდა ტურისტებზე, რომლებიც ელოდებიან აჭარულ ხაჭაპურს პირდაპირ ღუმელიდან, ერთ ჭიქა ღვინოს ან არაყს და სადღეგრძელოებს, რომელთა რიცხვი 360–ს აჭარბებს.

ამ მხიარულებაში ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ მინსკიდან კურორტზე პირდაპირი ფრენა არც ისე ძვირია, ამინდი ტენიანი, მაგრამ მზიანია და მეტი რა სჭირდება ბელარუსის თოვლიან სულს.

ბათუმი ბევრმა საბჭოთა ფილმებიდან იცის, მაგრამ ახალი ბათუმი ძველს საერთოდ აღარ ჰგავს.

ბათუმში ყველა გზა ბულვართან მიდის, რომელიც სანაპიროს გასწვრივაა გაშენებული. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია და მოიცავს ნათელ ველობილიკებს, პალმებს, ინსტაგრამის ინსტალაციებსა და ცათამბჯენებს. ცხელ ჰაერში ცხელი ქვებისა და მარილიანი წყლის სუნი ტრიალებს.

აქ ქალაქის მთელი ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი.

საერთოდ ზღვა, საბჭოთა მჭიდრო სივრცეში ასოცირდება, პლიაჟზე შიშველ მოფუსფუსე ბრბოსთან, რომლებიც იზაგრებიან ჩურჩხელისა და ცხელი სიმინდის გამყიდველების ფონზე.

ბათუმი აღვირახსნილი დასვენებისთვის არაა. აქ ნელ–ნელა სეირნობენ პენსიონერები, ველომოყვარულები ბილიკზე მოძრაობენ, ღიმილიანი ახალგაზრდები კი საოცრად ლამაზად გამოიყურებიან, ყველა კუთხეში არიან ასევე, სუვენირების გამყიდველები. ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებენ პოლიციელები, რომლებსაც მზე კარგად აქვთ მოკიდებული.

ჯანსაღი ცხოვრების სტილმა მსოფლიოსთან ერთად, როგორც ჩანს, ბათუმიც დაიპყრო.  აქ დარბიან როგორც ახალგაზრდები ისე მოხუცები, ზოგიერთი მათგანი, ტრენაჟორებზე და ძელებზე ვარჯიშობს, რომლებიც მთელ სანაპიროზეა განლაგებული.

ორბორბლიანი და სამბორბლიანი ველოსიპედები აქ ყოველ ნაბიჯზე ქირავდება. ასევე, შექმნილია ბრენდირებული ველოსიპედების გასაქირავებელი ქსელი „ბათუმიველო“. აქ შეგიძლია ველოსიპედი ერთ ადგილას იქირავო და მეორე ადგილას დატოვო. ერთი საათი ველოსიპედის ქირაობა 2 ლარი ღირს, კერძო გამქირავებლები კი ველოსიპედებს ნახევარი საათით სამ ლარად აქირავებენ.

***

ბათუმის საოცრება: მოძრავი ქანდაკება, ეშმაკის ბორბალი ზღვიდან 100 მეტრის სიმაღლეზე და ანბანის კოშკი

ტურისტებისთვის ქალაქ ბათუმის გაცნობა ბულვარიდან იწყება, კერძოდ კი, საოცრებათა პარკიდან, სადაც ინოვაციური ქანდაკებები და ატრაქციონებია თავმოყრილი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს წინა პრეზიდენტმა ბათუმის მსოფლიო კურორტად გადაკეთების ბრძანება გასცა, ქალაქმა განვითარება არარეალური ტემპით დაიწყო. ახალი ბათუმი, რომელიც აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, 2005 წელს „ხრუშჩოვკების“ ქალაქი იყო. ახლა ამის დაჯერება რთულია. მასშტაბური და საოცარი შენობები ყოველი მხრიდან ჩანს.

ბათუმი სწრაფად ივსება სხვადასხვა ფორმისა და სტილის შენობებით– მთავარია რომ ეს ყველაფერი ლამაზი და ფოტოგენურია. ქალაქის არქიტექტურის მრჩეველი, თუ ასეთი არსებობს საერთოდ, ნებისმიერ შესაძლებლობას უშვებს. დეველოპერებისთვის ეს ძალიან მომგებიანია.

ცათამბჯენები და ატრაქციონები აქ ისე მრავლდება, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები…

აქ შეგიძლიათ სწრაფი კვების ფუტურისტულ მექას ეწვიოთ… ნახოთ დაყირავებული შენობა ადგილობრივი კოლიზეუმის გვერდით ან ბოთლის ფორმის იუსტიციის სახლი…

ბათუმის ძველ ნაწილსაც არ უნდა მიაქციოთ ნაკლები ყურადღება. აქ ყველაფერი სუფთა და ნათელია. მზით განათებული მოედნები, ცამდე ასული შადრევნები, XIX საუკუნის არქიტექტურა ოქროს ჩანართებით, ყველას ყურადღებას იქცევს.

სასიამოვნოა, რომ ქალაქის ტურისტული ცენტრი ტურისტებს გულთბილად ხვდება. მაგრამ ახალი ცათამბჯენები სიძველეების ადგილს იკავებს. ზოგიერთი ძველი სახლი კი თანამედროვეობას მცირე კოსმეტიკური რემონტის შემდეგ ერწყმის. მთლიანობაში ეს ყველაფერი ფერად და ნათელ ქალაქს ქმნის.

სამწუხაროდ, ეს რემონტი ხანგრძლივი არ არის. არის სახლები, რომლების მშენებლობაც არ დასრულებულა და უკვე იშლება.ზოგიერთი საცხოვრებელის ფასადი საოცრად ლამაზია, თუმცა შიდა მხარე და ეზოები საშიში. მაგრამ სკეპტიკოსებისთვის პასუხი ასეთია: ყველაფერი ერთდროულად შეუძლებელია.

***

საკვები მომსახურება: იაფი ბაზრები, რესტორნები და მინი მარკეტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე

ქართული სამზარეულო ვეგანებს შოკში ჩააგდებს – ძალიან ბევრი ხორცი, ცხიმიანი საჭმელი და სოუსები. აქ ვეგანების გემოს რეცეფტორები ნამდვილად გაიხარებს. კვება აქ საკმაოდ ხელმისაწვდომია. მაგალითად, ხაჭაპური მინსკის ფასის (8–13 რუბლის) ნაცვლად, 6 რუბლამდე ღირს.

აქ ყველა მზარეული ამბობს, რომ საუკეთესო ხაჭაპურს აცხობს. აჭარულ ხაჭაპურს დაახლოებით 7 წუთში ამზადებენ.

ქართველებს უყვართ დღესასწაული. მთავარია აქ თეთრი და შავი ღვინო არაყთან არ აურიოთ. ისინი ფიქრობენ, რომ სასმელი კალორიებს წვავს. “ქეიფის” დროს სადღეგრძელოებს ამბობენ, სულ 360 სადღეგრძელოა ცნობილი და სუფრასთან სულ მცირე 16 სადღეგრძელოს მაინც ამბობენ.

ბათუმში ბევრია თანამედროვე სუპერმარკეტი, მაგრამ აქ უფრო ხშირად მინიმარკეტებს შეხვდებით. პროდუქტები ძვირი არ არის. ქალაქს აქვს ასევე, ცენტრალური ბაზარი. სადაც ყველაფერი იაფია.

ბინები ქალაქში: ქირაობა 30$–ის ფარგლებში, ხოლო ყიდვა – კვადრატული 350$–დან

თუ ბათუმში ჩახვალთ, ბინა წინასწარ არ დაჯავშნოთ. ღამის გასათევი ადგილი აქ რთული საპოვნელი არ არის. სახლებს აქ ადგილობივები აქირავებენ და ამის შესახებ ქუჩებში განცხადებებსაც აკრავენ. მაკლერების დახმარებაც არ ღირს, რადგან ისინი ნამდვილად იაფ ვარიანტებს არ გთავაზობენ.

ზღვასთან ახლოს ბინების ქირაობა 30$ შეიძლება. ასევე არის უფრო ძვირიანი ვარიანტებიც.

ყიდვაც არ ღირს ძვირი. კვადრატული მეტრის ფასი 350$–დან იწყება.რაც უფრო ახლოსაა სახლი პლიაჟთან, მით უფრო იზრდება მისი ფასი.

სტატიაში წერენ, რომ ბინის მყიდველთა რიგებში არიან უკრაინელები, რუსები, აზერბაიჯანელები ირანელები და სომხები.

თარგმნა თამთა უთურგაშვილმა

პოპულალურები