LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარას ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

38

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობს.

აჭარის მთავრობის ცნობით, დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 ქვეყნის 3 000-მდე კომპანია მონაწილეობს და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა 51 000 აღემატება.

„ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი კომპანია დღეს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა, რაც საუკეთესო საშუალებაა ჩვენთვის კონტაქტების დასამყარებლად და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის დასაგეგმად. ჩვენ უკვე არაერთი შეხვედრა გავმართეთ იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოთი და შევთავაზეთ აჭარა, როგორც მათთვის ახალი ტურისტული პროდუქტი. ეს იყო როგორც ტურისტული, ასევე სარეკლამო კომპანიები, რომლებიც წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაგვეხმარებიან აჭარის პოპულარიზაციაში,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები