LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარას ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან

59

საქართველოში ყაზახი ბიზნესმენები ჩამოვლენ, რომლებიც ქვეყანასთან ვაჭრობის კუთხით, ურთიერთობის განვითარებით არიან დაინტერესებულები.

ამის შესახებ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქალაქ ასტანის მერთან, ასეკ ისეკეშევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, როგორც საზღვაო, ისე სამთო ტურიზმის მიმართულებით.

რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ასევე აჭარაში MICE ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის პოტენციალს და ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილ ინტერესს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში სპორტული შეკრებების ცენტრაც ქცევის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

,,ძალიან საინტერესო შეხვდერა შედგა ქალაქის აკიმთან. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. დაიგეგმა სავაჭრო მისია საქართველოში. ძალიან მალე ჩამოვლენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით განავითარონ ურთიერთობა. ისევე როგორც ჩვენთვის ყაზახეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება, მისი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა შეხვედრები ჩვენი და ყაზახეთის სამინისტროებს შორის,“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტია. დაიგეგმა ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო ტურის ფარგლებში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობა.