LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

122

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და აღნიშნული საწარმოების ჩართულობა და მზადყოფნა ციტრუსის დამზადების პროცესში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხები. ასევე, ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნებსა და რეგიონში მოქმედ შემფუთავ საწარმოებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-60 ათას ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები