LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ახალი სამკერვალო ფაბრიკა 200 ადამიანს დაასაქმებს

634

აჭარის მთავრობა ჩაქვში უძრავ ქონებას ყიდის. 1254,7 კვ.მ შენობები და 10 230 კვ.მ მიწის ნაკვეთი 30%-იანი ფასდაკლებით აუქციონზე იყიდება. საწყისი ფასი 1 493 100 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 12 თვეში უნდა დაფაროს. ამასთან, 6 თვეში ადგილზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს და 36 თვეში სამკერვალო ფაბრიკა გახსნას. პროექტი 200-ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას და 60 თვის ვადაში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

აუქციონი 22 ივნისს, 17:00 საათზე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები