LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ამომრჩეველი ყველაზე მეტად პასიურობს – ცესკო

54

​​ცესკოს მონაცემების მიხედვით, რეგიონებს შორის ამომრჩეველი აჭარიდან ყველაზე პასიურია, დღეს მერისა და საკრებულოს წევრების ასარჩევად, 12 საათამდე, მხოლოდ ამომრჩეველთა16% მივიდა.  პოზიცია  49 ათას 41 ადამიანმა დააფიქსირა.

მიუხედავად პასიურობისა, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტი უკვე დაფიქსირდა.

‘’ლეიბორიტული პარტიის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ჯელალ ქიქავას, განცხადებით, უბნებზე კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება, ხელისუფლება კი ე.წ. კარუსელს ატრიალებს. ქიქავა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქი მივიდა და   აღნიშნულზე პასუხს ოლქის თავმჯდომარეს, ციალა შავაძეს, სთხოვდა. საკითხის განხილვა იურისტთან კამათში და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაცვის სამსახური ჩარევის შემდეგ ქიქვამ შენობა დაატოვებინეს.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ  კონკრეტულ ინფორმაციებს და ფაქტების დამადასტურებელ მასალებს  15 საათისთვის გაასაჯაროებს.

ბათუმში მერობისთვის სულ 9 კანდიდატი იბრძვის.  მერობის კანდიდატების ნაწილმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

აჭარის მუნიციპალიტეტებში კენჭისყრა  ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს .

მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები. ორი ორგანიზაციის მონაცემებით ჯერ-ჯერობით სულ 7  საჩივარია უბნებზე დაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები