LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ციტრუსის სეზონი დაიწყო

114

აჭარაში ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. 60ტ. მანდარინი უკვე დამზადებულია და პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ საწარმო, სასოფლო-სამეურენო კოოპერატივ “ლეღვაში იმყოფებოდა.

ისინი საადრეო ციტრუსის დამზადების პროცესს ადგილზე დაესწრნენ.

,,ციტრუსის სეზონი აჭარაში უკვე დაიწყო. ნაადრევი ჯიშის არაჩვეულებრივი მანდარინის პირველი პარტია უკვე მიემგზავრება საზღვარგარეთ. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ თითოეულ გლეხს და ბოლომდე ვიქნებით ამ პროცესში ჩართული”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საწარმომ უკვე დაიწყო მანდარინის მიღება-დახარისხება. ამ ეტაპზე მიიღებს და დაამზადებს 60 ტონა მანდარინს, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნება ექსპორტირებული. 1კგ ნაყოფში საწარმო ფერმერს 1.50 ლარს უხდის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორი თვის წინ დაიწყო ციტრუსის სეზონისთვის მზადება. სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შეიქმნა ვებ-გვერდი. ასევე, ორ ენაზე დამზადდა სარეკლამო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც იმ ქვეყნებში უკვე გავრცელდა, რომლებიც ჩვენი რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით შეხვედრებს უკვე მართავენ უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები