LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო

90

აჭარაში ფასდაკლებების კვირეული Discount Week დაიწყო.  2 აპრილამდე რეგიონში არსებულ 10 ბრენდულ და მაღალი კლასის სასტუმროებში მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ.

მსურველებმა პროექტში ჩართულ სასტუმროებში -„ეუფორია“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „რედისონი“, „დივანი“, „ინტურისტი“, „ლე პორტი“, „ჯორჯიან პალასი“, „კასტელო მარე“ და „ლეოგრანდი“  სპეციალური ფასდაკლების მისაღებად უნდა წარადგინონ პრომო კოდი #DISCOUNTWEEK.  ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ფასებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.georgia.travel/discounts

პროექტი Discount Week აჭარაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და აჭარის პოპულარიზაციაა. Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ახლა კი მისი მასპინძელი აჭარაა. პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.