LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მანდარინის რთველი დაიწყო

190

აჭარაში საადრეო მანდარინის რთველი დაიწყო. რთველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩაერთო.

აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი.

რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად  ჩაქვის  ციტრუსის  სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

რთველის შემდეგ სტუმრები გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობას, ღვინის სახლს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოს’, შპს ,,TCF GEORGIA’’ -ს და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ,,Georgian industrial Asset Management Group’’- ს დაათვალიერებენ.

სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.

ხვალ, 30 სექტემბერს კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით   ბათუმში ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება,  სადაც განიხილება ქართული ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეციტრუსეობის დარგის ადგილობრივი და უცხო ქვეყნების სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები.

ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია ორგანიზატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები