LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში პედოფილიაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

100

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. 60 წლის კაცმა 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე სექსუალურად იძალადა.

138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 141-ე მუხლი კი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები