LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში “რეკომენდებული” ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

53

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ხარისხის ნიშნის მიღების სურვილი 42-მა ტურისტულმა ობიექტმა გამოთქვა.

როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge პროექტში ჩართვის მსურველი 22 კვებისა და 18 განთავსების ობიექტი დარეგისტრირდა. მათ შორისაა რეგიონში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებიც.

აღნიშნულ ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენის, მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ივლისსა და აგვისტოში ეტაპოპრივად შეამოწმებს.

1 აგვისტოდან კი რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეკომენდებულ 18 ტურისტულ ობიექტს ახალი სასტუმროები და რესტორნები შეემატება. ხარისხის ნიშანი რეგიონის სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობას გულისხმობს.

„სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართვა მაღალი კლასის სასტუმროებმაც გადაწყვიტეს. მათი მხრიდან ესაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა და სხვა სასტუმროებისთვის მაგალითის მიცემა. ხარისხის ნიშნის მსურველთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ჩვენი პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტები გათანაბრდება და საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე reccomend.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები