LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობები განახლდა

89

აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მონაკვეთში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ მუშაობდა.

უწყების ცნობითვე, სანათ მოწყობილობებზე განათების სიმკვეთრისა და სიმძლავრის მომატების სამუშაოები ფინური კომპანია SABIK MARINE-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა.  ახალი სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ინსტალირება ნათების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის შესაბამისად კომპლექსურად მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა უკვე აღჭურვილია შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სანავიგაციო მოწყობილობებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები