LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

97

აჭარაში, სასტუმრო ”შერატონში”, ხვალ სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება. 7 ქვეყნის 150-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურიზმის დარგის სპეციალისტი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ორი დღის განმავლობაში განიხილავს. კონფერენციის მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმის დარგში დანერგვაა.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სემინარებსა და დისკუსიებს სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები კი სტუმრებს ლიტვას, თურქეთის, მოლდოვას, საფრანგეთისა და უკრაინის გამოცდილებას გააცნობენ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციის ძირითადი თემებია: სოფლის ტურიზმი – არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები, სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები, ინოვაციები ტურიზმში, ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები და სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები და კატეგორიზაცია.

კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრებიან.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები