LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დასრულდა

93

აჭარაში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 3 მლნ ლარს მიაღწია. როგორც „ფორტუნას“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ზარალის დათვლა დასრულდა. სტიქიის შედეგად რეგიონს სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა. მათ შორის დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები. მოიშალა მდინარეთა კალაპოტები.

უწყების ცნობით, მხოლოდ ადგილობრივ  ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი 1 მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, რასაც აჭარის მთავრობა საკუთარი ძალებით ვერ დავფარავს.

„ნაწილი თანხებისა, რაც დახმარებების სახით უნდა გაიცეს, დაახლოებით 200 000 ლარია. ეს თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, დანარჩენზე კი მივმართავთ  პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები