LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი აჭარლების „თათრებად“ მოხსენიების ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს

69

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე „ცილისწამებას“ უწოდებს ბრალდებას, თითქოს აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს „თათრები“ უწოდა.

კახა ბუხრაძემ ბათუმის მცხოვრებთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

„საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქნებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები