LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა

45

აჭარაში საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა. 2017 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5 938 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აღემატება.

ყველაზე ხშირად საინფორმაციო ცენტრებს რუსი, ებრაელი, უკრაინელი და პოლონელი ვიზიტორები სტუმრობდნენ. ისინი ძირითადათ, მთიანი აჭარის ტურებითა და ტრადიციული სამზარეულოთი ინტერესდებიან. ხშირია, ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ტურისტული ობიექტების დათვალიერების მსურველებიც.

არატურისტულ სეზონზე ვიზიტორებს აჭარაში 6 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურებოდა. ცენტრებში სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვე შესაძლებელია აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირებისა თუ პროდუქტების შეძენაც.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ქედისა და შუახევის სეზონურ ცენტრებსაც გახსნის. ამას დაემატება ახალი  ცენტრი ბათუმის ცენტრალში და ზაფხულში აჭარაში სტუმრებს ჯამში   9 საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები