LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიური კომპანიები ეცნობიან

105

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან. ვიზიტის მიზანს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ასევე მომსახურების ხარისხის, ტურისტული კანონმდებლობის, დაგეგმილი და საინვესტიციო პროექტების გაცნობა წარმოადგენს.

დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის  წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ეწვევიან სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს, სადაც განხორციელებულ და მიმდინარე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან. დელეგაცია აჭარას 29 აპრილს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები