LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

81

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანანიაშვილი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო.

2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გარდა ამისა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.

ის 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები