LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი ფურცელაძე ცოლს ისევ გაშორდა – „მე და გაია მეგობრებად დავრჩით…“

1229

აჩი ფურცელაძე მცირე ხნით თბილისში გახლდათ ჩამოსული, ქორწილისა და ნათლობის წასაყვანად. მან რადიო „ფორტუნაში“ თავისი ახალი სიმღერები მოიტანა და რასაკვირველია, ჩვენ ამით ვისარგებლეთ. „ფორტუნას“ საიტისთვის ექსკლუზიურად ინტერვიუ ჩავწერეთ.

აჩი ფურცელაძე:

თბილისში ვარ 30 მაისიდან მოყოლებული. მიმყავდა ქორწილი. ვთანამშრომლობ კომპანიასთან, რომელიც ივენთებს აწყობს. ჩემს თავს წამყვანად სთავაზობს ხოლმე და ჩამოვდივარ. სამი დღით ვიყავი, გავემგზავრე მოსკოვში და ისევ მომიწია დაბრუნებამ, რადგან ჩემი მეგობრის შვილის ნათლობაზე დამპატიჟეს, 7 ივნისიდან აქ ვარ და ახლა მივფრინავ.

 11988676_10153089617086186_7168358991485613947_nმოსკოვშიც გპატიჟებენ წამყვანად?

კონცერტები ტარდება, სოლოკონცერტები, მეგობრებთან ერთად და მეც შევდივარ ამაში, კლიპის პრეზენტაცია იქნება თუ კორპორატიული საღამო, როცა მიწვევენ, ვმონაწილეობ და ვიღებ ჰონორარს, რაც არცთუ ცოტაა, თუმცა ასეთი ღონისძიებები ძალიან ხშირი არ არის. ჩემი თავისთვის ზოგადად, არასდროს მცალია, სხვებს ვუკეთებ სულ რარაცებს. „ვოისის“ შემდეგ, სადაც 5 წლის წინ მივიღე მონაწილეობა, საკუთარი კონცერტი ან პრეზენტაცია არ მქონია, „კარგი ბიჭი“ ვარ… ჩემდა გასაკვირად, მაინც ვარ ტალღაზე და ყოველი ჩემი მორიგი გამოსვლა წარმატებით სრულდება ხოლმე. როგორც წამყვანი და შემსრულებელი დავდივარ. აქ უფრო მეტად წამყვანი ვიყავი, რომელიც მღეროდა, იქაც ასე ხდება. ერთი პერიოდი წამყვანობაზე უარი ვთქვი, ახლა ისევ დავუბრუნდი ამ საქმეს. ამასთან, ჩავწერე რუსულენოვანი სიმღერები, რომლებიც რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ მოვიტანე. მაქვს ჩემი საავტორო პროგრამა, 5-6- ჩემი სიმღერა, დანარჩენი – ქავერი. ქორწილებში წამყვანადაც ხშირად მიწვევენ, ძირითადად, ქართველები.

11781835_1599342483662898_495267240656915920_nფული არის ამ საქმეში?

რა თქმა უნდა. თუმცა კრიზისის გათვალისწინებით, ყველამ დაწია ფასები, 70000 ევროს ვეღარ იხდიან, როდესაც დოლართან მიმართებაში რუბლი ასეთი დავარდნილია. ფასები დაწიეს  მათ შორის სოსო პავლიაშვილმა, ვალერი მელაძემ, ირაკლი ფირცხალავამ და ა.შ.

რა არის შენი წამყვანობის ფასი?

5000 დოლარი. სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენები მევაჭრებიან ხოლმე ისე, რომ თავი ბაზარში მგონია (იღიმის).  შემოთავაზებების მხრივ „ვოისმაც“ ბევრი რამ გააკეთა და „იქს ფაქტორმაც“, სადაც ვმონაწილეობდი. ელენა ვაენგასთან დუეტიც ჩავწერე. სხვათა შორის, 16 სექტემბერს ჩამოდის თბილისში, კონცერტი აქვს და დამირეკა გახარებულმა, რომ უნდა, მეც გამოვიდე მის კონცერტზე. ძალიან მაგარი იქნება, რადგან ის ძალიან კარგი შემსრულებელია.

თავად შენ აქ არაფერს გეგმავ?

მე რომ გითხრა, რას ვაპირებ… ბოლო სამი დღეა, თავში მიტრიალებს ერთი იდეა, რომ მინდა ქალაქ თბილისის მერობა (იღიმის). ვფიქრობ, რომ თბილისის მერი უნდა იყოს თბილისელი. მოსკოვსაც პეტერბურგელი მერი ჰყავს და არც ეგ მომწონს. ძალიან ვღადაობ ამ თემაზე, ერთ ორ-სამ წელიწადში მინდა, ოღონდ. სხვა გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ ნოე სულაბერიძესთან კასტინგში ვიმონაწილევე, ინტელექტშოუ უნდა გაეკეტთბინათ, მაგრამ დუტამ მაჯობა (იღიმის), რადგან მას სპონსორი მიჰყვებოდა, შემდეგ საერთოდ სხვა ადამიანი დაამტკიცეს, მერე კი მაგრად ინანეს. მეუბნებოდნენ, რომ აქ დავავიწყდი ხალხს და სპონსორი არ გამომყვებოდა… ძალიან დამწყდა გული, ტიპებს რომ ვუყურებ ტელევიზიით, მაპატიეთ, მაგრამ რეებს ლაპარაკობენ? მიწასთან ახლოს ტექსტებით აღარ ლაპარაკობენ… ვუყურებ ქართულ გადაცემებს და ვხვდები, რომ საერთოდ სხვაგან ვართ. ძალიან მაგარი იდეები მაქვს და ტელევიზიის კუთხით მივიღებდი სიამოვნებით შეთავაზებებს. მინდა საქართველოში დაბრუნება…

11241617_368926533305349_6271180079591413125_nშენს ცოლსაც ჩამოიყვან?

ჯერჯერობით უცოლო ვარ (იღიმის). მე და გაიჩკა ისევ დავშორდით. მანამდე ორჯერ ოფიციალურად შეყრილ-გაყრილები ვართ, შემდეგ კიდევ შევიყარეთ, მაგრამ ხელის მოწერა დაგვეზარა და ახლა ისევ დავშორდით. სხვათა შორის, ახლა შვილთან ერთად საქართველოშია და შევხვდით ერთმანეთს.

რა გითხრა, ორი გიჟი ვართ, ერთადაც ვერ ვართ კარგად და ვერც ცალ-ცალკე. ხუთი წელია, დავდივართ წინ და უკან.

შენი პირადი ცხოვრება სულ იყო გარჩევის საგანი, სულ ლამაზ ქალებთან გხედავდით… შენშია პრობლემა, რომ ეს ურთიერთობები სრულდებოდა?

 აქ ცხოვრების ხედვაზეა ვსაუბრობთ. ყველაფერს მარტივად ვუყურებ. ცხოვრებაში არ მომიტყუებია არაფერი. ნებისმიერი სირთულე საკუთარ თავს უნდა დააბრალო. მე თუ ჩემს თავს ცუდს გავუკეთებ, ასეთს ვერავინ გამიკეთებს. ხელოვანი ვარ, მაგრამ არც ისეთი, რომ ამაზე იყოს დამოკიდებული ჩემი პირადი ცხოვრება. ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ჩემში რომ შევიდე და დავიკარგო და მელოდოს მეორე ნახევარი, ასე არ ვარ. მაგრამ მევასება ლამაზი ქალები, შემიძლია, მეორე ნახევარს ვუთხრა, უი, ამ ქალს რა ლამაზი საჯდომი ან მკერდი აქვს-მეთქი.

11150651_1572097556387391_1443778230764354958_nგიღალატია ცოლისთვის?

კი… სპეციალურად გამიკეთებია, რომ დაენახა… უფრო სწორად, ეგრძნო. იცი, რას ვერ ვიგებ ქალებში? შენ ხომ მაგარი ქალი ხარ და გაგკერე? როგორ შეიძლება, ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ სხვას ვერ გავკერავ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველაზე ქალზე მაღლა დგახარ? თუნდაც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი კონტინგენტი ქალებია, ვიღაცას უნდა დავევასო, თვალი ჩავუკრა, ვუთხრა, რომ მიყვარხარ-მეთქი…

მარტოობის არ გეშინია? ოჯახი, შვილი არ გინდა?

მარტოობის არ მეშინია, ოჯახი მინდა, მაგრამ ალბათ, ამისთვის უნდა დავღვინდე…

ახლა გყავს ვინმე?

არა, არა. მე და გაია ვმეგობრობთ ჩვეულებრივად. მიხარია, რომ ცივილიზებული ურთიეთობა დავამყარეთ, მანამდე იყო გადი, ტელეფონს არ ავიღებ და ა.შ. კონტაქტი არავისთან არ მაქვს, არც ერთდღიანი ურთიერთობები… მინდა, მოსკოვში სტაბილური სამსახური მოვნახო და ამაზე ვარ გადართული. ექვს ოქტომბერს, მინდა, თბილისში, ფილარმონიაში სოლოკონცერტი გავმართო. ზუსტად 25 წელი გავა, რაც სცენაზე დავდექი. სცენასთან „ვერცხლის ქორწილი“ მაქვს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები