LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზა თავისუფალია

36

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ახორციელებდნენ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად.

გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები