LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

101

აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კმ-ზე მიწა-კლდის შვავი ჩამოწვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის გამო, გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ადგილზე კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ გაშვებულია ტექნიკა გზის გასაწმენდად.

მეწყერის ჩამოწოლა, სავარაუდოდ, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.