LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩვენეთ ეს ქალი მსოფლიოს: რუსეთი ყველას თავგზას უბნევს

128

ორ არგენტინელს ნიჟნი ნოვგოროდი დიდ ნოვგოროდში აერია, არადა ისინი რუსეთში წამოსასვლელად მთელი წელი აგროვებდნენ ფულს.
ექტორ ალბერსენს და ერნან მაძონის რუსეთში ჩასვლა 2.1 ათასი ევრო დაუჯდათ.
ფანები ბუენოს აირესიდან მადრიდში ჩაფრიდნენ, შემდეგ მოსკოვში, შეიარეს ტვერში და იქიდან აპირებდნენ ნიჟნი ნოვგოროდში ჩასვლას, სადაც არგენტინა ხორვატიას ხვდებოდა.
„როდესაც მატარებლიდან ჩამოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ არც ხალხი იყო, სიმშვიდე სუფევდა, ფანები და უცხოელები არსად ჩანდნენ. სტადიონის ძებნა დავიწყეთ და როდესაც ვერ ვიპოვეთ, მივხვდით, რომ სხვაგან ვიყავით“ – თქვა ერთ-ერთმა თავგზაარეულმა გულშემატკივარმა.
ახლა არგენტინას 26 ივნისს სანკტ-პეტერბურგში აქვს გადამწყვეტი თამაში, რომელიც დიდი ნოვგოროდიდან ხელის გაწვდენაზეა. ეს ამბავი კი, როგორც თავად აღნიშნეს, ანეკდოტად დარჩებათ.
სხვათა შორის, ორი ნოვგოროდი ოფიციალურ ბუკლეტებშიც კი ერეოდათ.
მანამდე კი შვეიცარიელმა და ესპანელმა გულშემატკივრებმა დონის როსტოვის ნაცვლად როსტოვში სასტუმროები შეცდომით დაჯავშნეს.

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამერიკელმა გულშემატკივარმა ეიბლ ვერამ მაგარი საჩუქარი გაუკეთა რუს ფანს.
მან ფან-ზონაში ახალგაზრდა კაცი და მისი ეტლი დაინახა. დამტვრეული დეტალები, ბორბლები საშინელ მდგომარეობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამერიკელმა თავისი ეტლი აჩუქა, რომლის ღირებულება 10 ათასი დოლარია.
ის ისეთი ბედნიერი იყო, მისი ღიმილი, როგორ იჯდა, როგორ დადიოდა, ეხებოდა და ბავშვით უყურებდა ეტლს. რომ ვიხსენებ, მბურძგლავს – თქვა კეთილმა ამერიკელმა.
ეიბლ ვერა ფონდ What Pushes You-ის დამაარსებელია, რომელიც შშმ პირებს ეხმარება.

რამდენიმე დღის წინ ირანის ხელისუფლებამ პირველად 40 წლის განმავლობაში ირანელ ქალებს ნება დართო სტადიონებზე მატჩებს უყურონ. რუსეთში კი ირანელი ქალები მშვიდად არიან ტრიბუნებზე და ჰიჯაბებიც არ სჭირდებათ.
ქსელში მშვენიერი ირანელი გოგონას ფოტო გამოჩნდა. საინტერესოა, რომ გულშემატკივრის პასპორტში მან ფაქტობრივად მთლიანად დაფარული სახით გადაიღო ფოტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები