LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადა მარშანია არ გამორციხავს, ფოფხაძეს ფრაქციაში გადასვლა შესთავაზონ

101

„ქალბატონ ნატოსთან გუშინ კომუნიკაცია არ შემდგარა. მე იმედი მაქვს, დღეს გავესაუბრებით და გაირკვევა რაღაც მომენტები. ამ დღეებში გაირკვევა ისიც, ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას,“ – ამის შესახებ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

მარშანიას თქმით, მათ ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, თუ ის მიზეზია, მაშინ ჩემთვის არ არის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები, ამიტომ მინდა შეხვედრა მასთან. ჯერ ვერ გავაჟღერებ, რა მიზეზითაც მან ფრაქცია დატოვა. „იბერიის“ თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა სერიოზული საფუძველი ამისა, ამ საქმის ბევრ დეტალს არ ვიცნობდით, არადა უნდა გვცოდნოდა,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას თქმით, ფრაქციაში გადასვლაზე, ჯერჯერობით კომუნიკაცია რომელიმე დეპუტატთან არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა, მათ რიგებში გადასვლა კვლავ შესთავაზონ გედევან ფოფხაძეს.

„ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თმით, არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ურთიერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ფრთასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები